სოფელ კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტ „ცვლილებები თანასწორობისათვის “ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს სოფელ კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტ „ცვლილებები თანასწორობისთვის “ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.ღონისძიების მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იზოლაციის აღმოფხვრა, საზოგადოებაში შშმ პირთა მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა, მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა დამოუკიდებელ ცხოვრებაში და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.