სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

ინფორმაცია პროგრამა “მომავლის ბანაკი”-ს შესახებ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს პროგრამა “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება შემოქმედებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები. ბანაკის მონაწილეები არიან 11-18 და 18-25 წლის ახალგაზრდები.

** ლიდერები შეირჩევიან “მომავლის ბანაკისთვის” (ზაფხულის პერიოდში)
** ბანაკის ფუნქციონირების პერიოდი: ივნისი – სექტემბერი;
** ნაკადის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) დღე და/ან 7 (შვიდი) დღე.

მოვალეობები:

** ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
** ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** ბანაკის პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას;
** ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
** ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
** ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და გუნდში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
** ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
** გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
** ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
** სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარ გუნდში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის გაცნობა და დაცვა;
** ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;
** უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** 20-30 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სასურველია 11-18 წლის და/ან 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
** ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

ლიდერების ანაზღაურება:

** ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (5 დღე) – 200 ლარი (დარიცხული); (7 დღე) – 300 ლარი (დარიცხული);
** ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორია;
** ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სახელმწიფო ენაზე;
** სამოტივაციო წერილი;
** ცნობა სასწავლებლიდან (სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ) ან დიპლომის ასლი.

შერჩევის ეტაპები:

ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
** გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
** თეორიული ტრენინგი თბილისში;
** პრაქტიკული პროგრამა-ტრენინგი “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” მიერ სერთიფიცირებული ლიდერები გაივლიან მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვისა და გადარჩევის ეტაპს;
** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ბოლო ეტაპის დასრულების შემდებ, შესაბამისი შესარჩევი კომისიის შეფასების საფუძველზე;
** შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თეორიული ტრენინგის შემდეგ შერჩეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** ნასამართლეობის ცნობა;
** ცნობა ნარკოლოგიურიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი – გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: banakileader@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 305160 – ლელა ქვარიანი, (+995 32) 2 305175.

სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი.