სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

ინფორმაცია პროგრამა “მომავლის ბანაკი”-ს შესახებ:

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს პროგრამა “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც 5 (ხუთი) დღის და/ან 8 (რვა) დღის მანძილზე, 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდებს “მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გზით მიიღონ არაფორმალური განათლება.

დღის განმავლობაში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, დღის მეორე ნახევარი კი დატვირთული იქნება სპორტულ-გასართობი აქტივობებით.

ლიდერები შეირჩევიან “მომავლის ბანაკისთვის” (ზაფხულის პერიოდში).
ბანაკის ფუნქციონირების პერიოდი: ივნისი – სექტემბერი.
ნაკადის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) დღე და/ან 8 (რვა) დღე.

მოვალეობები:

** ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
** ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
** ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისათვის მისი დაბრუნება;
** ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
** ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
** ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
** ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
** ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
** ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
** სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარი ჯგუფში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის დაცვა;
** ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;
** უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** 20-30 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
** სასურველია 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან უმაღლესდამთავრებული;
** სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
** სასურველია ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება;
** ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

ლიდერების ანაზღაურება:

** ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (5 დღე): 200 ლარი (დარიცხული); (8 დღე): 300 ლარი (დარიცხული);
** ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორია;
** ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით;
** სამოტივაციო წერილი;
** ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი.

შერჩევის ეტაპები:

ჯგუფის ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
** გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
** თეორიული ტრენინგი თბილისში;
** პრაქტიკული პროგრამა-ტრენინგი “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** სერთიფიცირებული ლიდერები არ გადიან შერჩევის არც ერთ ეტაპს;
** გადაწყვეტილება მიიღება შეფასების საფუძველზე შესაბამისი შესარჩევი კომისიის მიერ.

თეორიული ტრენინგის შემდეგ შერჩეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** ნასამართლეობის ცნობა;
** ნარკოლოგიურის ცნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, პირადობის მოწმობის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: banakileader@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 300203 (შიდა 120), 577 239988 – ანი გურგენიძე, 599 186987 – ანა ქერქაძე.

სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.