სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ კონკურსები

ჩაერთეთ კონკურსებში 30 ოქტომბრამდე!
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ კონკურსები!

• ლიტერატურული კონკურსი – „ჩვენი თავგადასავალი“
• კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის – „შექმენი შენი კალენდარი“.
ორივე კონკურსის მიზანი ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.
ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროს და ერთ სივრცეში გაიმართება : 17-20 ნოემბერი, დაბა ბორჯომი.

მონაწილეობის მსურველთათვის:
„ჩვენი თავგადასავალი“ – კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები) 30 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chvenitavgadasavali@gmail.com

განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი, ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;

მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი – უნიკოდი, შრიფტის ზომა – 11, ფაილის ტიპი – Microsoft word document)

არ განიხილება ჩანახატი, ლექსი, პოემა, პიესა, ესსე, სასკოლო თემა/თხზულება.

მოთხრობის თემა თავისუფალია.
ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 18 მონაწილე.
„შექმენი შენი კალენდარი“ – კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები 30 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: shekmenikalendari@gmail.com

განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი, ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;

აუცილებელია, გამოაგზავნოთ მინიმუმ 2 ნამუშევარი (jpg ფაილი).

ნამუშევრების თემა თავისუფალია.

ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 12 მონაწილე.

დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ:

„ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შენი კალენდარი“ ოთხი წელია, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

ორივე კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები მიემგზავრებიან დაბა ბორჯომში, სადაც ერთნი – ლიტერატურულ, მეორენი კი სამხატვრო მარათონში ჩაერთვებიან.

ფინალური ეტაპი 4 დღეს მოიცავს. პირველ დღეს მხატვრებს კენჭისყრით შეხვდებათ წელიწადის რომელიმე თვე, ხოლო პროზაიკოსებს მიეცემათ საკვანძო ფრაზა, რომელზეც მოთხრობა უნდა ააგონ. პარალელურად, კონსულტანტები ჩაატარებენ პროფესიულ მასტერკლასებს.

19 ნოემბერი გაიმართება ღია ცის ქვეშ ექსპოზიცია და გამოვლინდებიან საუკეთესოთა შორის საუკეთესოები როგორც მხატვრებს, ისე პროზაიკოსებს შორის („ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, კონსულტანტებისა და სპონსორების რჩეულები), რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
წლის ბოლოს გაიმართება ბავშვების მიერ შექმნილი კალენდრისა და საუკეთესო მოთხრობებით შედგენილი წიგნის პრეზენტაცია.