სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კლასგარეშე/დამატებითი სახელმძღვანელოების შესარჩევად.

 

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კლასგარეშე/დამატებითი სახელმძღვანელოების შესარჩევად.

 

საგნები:

  • მე და საზოგადოება (III- IV კლასელთათვის)
  • ჩემი საქართველო (V-VI კლასელთათვის)
  • მოქალაქეობა (VII-IX კლასელთათვის)

 

წიგნის შინაარსი უნდა ეხებოდეს ეროვნულ და საზოგადოებრივ ღირებულებებს, აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობასა და სხვა მომიჯნავე თემებს.

  • არ განიხილება სამეცნიერო და სასწავლო წიგნები;
  • წიგნის წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია როგორც წიგნის ავტორს, ისე გამომცემელს;
  • განაცხადის შევსება უნდა მოხდეს თითოეულ წიგნზე ცალ-ცალკე;
  • განაცხადში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ასაკობრივ დიაპაზონზეა გათვლილი წიგნი;
  • წიგნი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • წიგნის შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას;

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინდივიდუალურ ავტორებს, საგამომცემლო სახლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

ელ ფოსტა: contact@cync.ge

საკონტაქტო ნომერი: 2300203

განაცხადის ფორმა