ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია მხარეთა მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.
ასევე, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მოხდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, რათა წარმოდგენა შეექმნათ ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებს, იცოდნენ იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების დროს.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

იხილეთ ბმული