ფესტივალი „ფანARTი“ – 2016, გახსნა

დღეს ფესტივალი „ფანARTი“ საზეიმოდ გაიხსნა!

ფესტივალ „ფანARTის“ პირველი დღე კლასიკურ მუსიკას დაეთმო. საღამო ფესტივალის შარშანდელმა რჩეულმა სანდრო ნებიერიძემ საავტორო სონეტით გახსნა, ასევე საკუთარი ნაწარმოებებით მაყურებლის წინაშე სოფო საღარაძე და ციცი კიკაბიძე წარდგნენ. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კულტურული და სპორტული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ და დღევანდელი დღის კონსულტანტებმა დავით შამანაურმა და გიორგი ცაგარელმა. დღევანდელი საღამო კამერული ორკესტრის-Georgian Strings-ის კონცერტით დასრულა.
გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ფესტივალის კონსულტანტები, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვთარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლები, კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები და სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
მრავალჟანრობრივი ფესტივალი უკვე მეოთხე წელია, იმართება და ის ერთადერთი ფესტივალია, რომელიც ხელოვნების 10 მიმართულებას მოიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ამა თუ იმ დარგში აღიარებული ადამიანების კონსულტაციები (იმპროვიზირებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, ჯაზი, კინო, თეატრი, სარეკლამო არტი, მოდა, ინტერიერის დიზაინი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სტენსილი, ფოლკლორი ) ამ ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურს ქმნის.

საფესტივალო პროგრამა:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა. კლასიკის დღე
25 მარტი – მხატვრობა, ქანდაკება
26 მარტი – კინო/ანიმაცია/სოციალური მედია
27 მარტი – როკი/ალტერნატივა
28 მარტი – ლიტერატურა
29 მარტი – ფოლკლორი
30 მარტი – ფოტოგრაფია/სტენსილი
31 მარტი – დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, ფესტივალის დახურვა.

ფესტივალ „ფანARTის“ გენერალური სპონსორია – „თიბისი” ბანკი;
სპონსორები – ელექტრონული წიგნების სახლი „ საბა”; სადაზღვევო კომპანია „არდი”
მედიაპარტნიორები – რადიო „ფორტუნა”, „ჟურნალი „თბილისელები“, ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“;
მხარდამჭერები- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ევგენი მიქელაძის
სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

This slideshow requires JavaScript.