ფესტივალი „ფანARTი“ 2016. კინო/სოციალური ტელემედია.

„ფანARTის“ საფესტივალო სივრცე სოციალურ ტელემედიას და კინემატოგრაფიას დაეთმო. ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა აუდიტორიას სასწავლო ფილმი წარუდგინა და მასტერკლასი გამართა თემაზე -„ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები“. უფროსმა კოლეგამ დამწყებ ჟურნალისტებთან მაუწყებლების ქცევის კოდექსზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიული ნიშნით ქცევის ნორმებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე იმსჯელა. მასტერკლასის შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში 5 საფესტივალო კინოფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმების სელექციაში რეჟისორი გოგი დოლიძე იყო ჩართული. მისი გადაწყვეტილებით 2016 წლის მონაწილეები გახდნენ: გვანცა ჟღენტი – „პირველი მამონტი“, ანანო მჟავანაძე -„შატალო“, გიორგი გიუნაშვილი -„სიცოცხლის წვეთი“, გიორგი ფსიტიძე -„ტიფლისიდან თბილისამდე“, სოფო ჭინჭარაული -„5 პური და 2 თევზი“.

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული