ფესტივალი “ფანARTი”2016. ლიტერატურის საღამო

ფესტივალ „ფანARTის” მეხუთე დღე ლიტერატურას დაეთმო. ახალბედა
მწერლებმა- ნინო ჭინჭარაულმა, ქეთი მათითაიშვილმა, თემურ ზოიძემ, გიორგი ახალკაციშვილმა, ქეთა ბაღაშვილმა, მანანა ვეკუამ და თამარ სხილაძემ საკუთარი შემოქმედება აუდიტორიას გააცნეს.
საღამოს ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნული ცენტრის, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე და თავად კონსულტანტი დათო ტურაშვილი უძღვებოდნენ. „პროზა გარკვეულ ასაკს და გამოცდილებას ითხოვს. ნამუშევრების შერჩევისას გავითვალისწინე მათი ნიჭი, სითამამე და პოტენცია. ადამიანები ვინც ლიტერატურას ქმნიან მუდმივად სჭირდებათ თანადგომა და ამისთვის მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს. “- აღნიშნა მწერალმა.
ღონისძიებას ცენტრის უფროსთან, გიგა გაბელაიასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა. საღამომ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული