ფესტივალი „ფანARTი“2016 საზეიმოდ დასრულდა

ფესტივალი „ფანARTი“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნულმა ცენტრმა და სპონსორმა კომპანიებმა თითოეულ დარგში საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ფესტივალი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხელოვნების ათ დარგს მოიცავდა:
საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, კინემატოგრაფია,სოციალური ტელემედია, როკი და ალტერნატიული მუსიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი, ფოტოგრაფია, სტენსილი.
საღამოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი საღამო შეაჯამა ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ. ღონისძიებას მუსიკალურად „GEORGIAN BRASS“ აფორმებდა.
ერთერთმა მონაწილემ საავტორო ან იმპროვიზირებულ კლასიკურ მუსიკაში-ნათია სარაჯიშვილმა ვერ შეძლო მოეყვანა თავისი შემსრულებლები, ცენტრმა მას ოცნება აუსრულა და დღეს მისი კომპოზიცია ჩვენი ერთერთი პროექტის „SOUNDCHESK“-ის გამორჩეულმა მონაწილმ მზეჭაბუკ პაჭკორიამ – როიალი, ირაკლი ევსტაფიშვილმა-ფლეიტა, ირაკლი გეწაძემ-ჩელო და მარიამ მაკარაშვილმა შეასრულეს.
კონსულტანტი ფოლკლორის დარგში სვიმონ ჯანგულაშვილი საპატიო მიზეზის გამო საღამოს ვერ დაესწრო, თუმცა თითოეულ ანსამბლს ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქრები გამოუგზავნა. ფონდისგან „ქართული გალობა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელით მონაწილეებს საჩუქრად ალბომები გადაეცათ.
კონსულტანტებმა და სპონსორებმა საკუთარი რჩეულები გამოავლინეს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეულებს საჩუქრად 1 წლიანი ჯანმრთელობის დაზღვევა გადაეცათ. „თიბისი“ ბანკმა რჩეულები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ ყველა მონაწილეს 50 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად და მათ შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიიღონ პრემია „საბა“ 2017-ში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალის ყველა მონაწილე სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო რაც შეეხება რჩეულებს, ცენტრი მათ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს მოუწყობს.

1. საავტორო, ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ციცი კიკაბიძე;

2.მხატვრობა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული -თამარ მოსულიშვილი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-თინათინ კუჭუხიძე; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის რჩეულია- ნინო მიქაბერიძე, რომელსაც ცენტრი პერსონალურ გამოფენას მოუწყობს.

3. ქანდაკება: სადაზღვევო კომპანია „არდის“ და „თიბისი“ ბანკის რჩეული – ზაურ გამყრელიძე გახდა. ცენტრისგან კი მას ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზური გადაეცა.

ცენტრი თავის რჩეულს, ბექა ჩხაიძეს პერსონალურ გამოფენას მოუწყობს.

4..როკი და ალტერნატიული მუსიკა: ცენტრი თავის რჩეულს თათია ყურაშვილს ღია ცის ქვეშ სოლო კონცერტს მოუწყობს, სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული კი ანა ცუცუნაშვილი გახდა;

5. ფოტოგრაფია: ცენტრის თავის რჩეულს – აბო ახვლედიანს, პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული – ნინო საბაძე;

6.სტენსილი: ცენტრისა და „თიბისი“ ბანკის რჩეულია-ლევან ტყაბლაძე;

7.კინემატოგრაფია: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გვანცა ჟღენტი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-გიორგი გიუნაშვილი; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში რჩეულის, სოფო ჭინჭარაულის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

8.ლიტერატურა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ქეთი მათითაიშვილი; ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ რჩეულს ნინო ჭინჭარაულს 100 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად, ცენტრი კი მას წიგნს დაუბეჭდავს და გამოუცემს.

9. ფოლკლორი: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლის სოლისტები – ზურაბ ვერძაძე, გიგა დიასამიძე, ავთანდილ თურქია.
ცენტრი თავის რჩეულს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს „ფერხისა“ დისკს გამოუცემს და კონცერტს მოუწყობს.

საღამოს დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული