ფესტივალი „ფანARTი”2016. ფოლკლორის საღამო

დღეს, ფესტივალ „ფანARTის” ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში ფოლკლორის საღამო მოეწყო, სადაც ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. კონცერტი გ. თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ივერთამ“ გახსნა, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანსამბლები: „იავნანა“ ( საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მომღერალთა გუნდი, „ფერხისა“ (ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ანსამბლი. საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლმა „დეკამ“დახურა. მონაწილეების მიერ შესრულებულ ქართულ-ხალხურ სიმღერებს დარბაზში მსხდომთა მქუხარე აპლოდისმენტები და ფესტივალის კონსულტანტის სვიმონ ჯანგულაშვილის განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა; „ გახარებული ვარ როგორც მუსიკოსი. ფანარტი არის მოვლენა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითგამოხატვისა და სცენაზე დგომის საშუალებას აძლევს“ -აღნიშნა კონსულტანტმა.

 

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული