ფესტივალი „SOUNDCHECK“ დაიწყო

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დედაენის ბაღში ფესტივალი „SOUNDCHECK“ დაიწყო.  დღევანდელ საღამოს, რომელსაც პაატა დათუნაშვილი უძღვებოდა, ჰიპ-ჰოპს დაეთმო. ღონისძიება MC MICRO-ს შესრულებით გაიხსნა. სცენაზე ერთმანეთს N-ICE, MOXALISE და GEORGE ენაცვლებოდნენ .                                                     მონაწილეებმა გიორგი ცაავამ და დათო ბოხუამ ბეგი მამალაძის სიმღერა შეასრულეს, რომელიც მეგობრებმა მის ხსოვნას მიუძღვნეს. ღონისძიება ჰედლაინერ ჯგუფის „GREEN FAMILY“ შესრულებით დასრულდა.
ფესტივალის მეორე დღე ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა. საღამოს ჰედლაინერი DJ GIGA PAPASKIRI @ EL. FLUIDS დაასრულებენ.