ფეხბურთი ბარიერების გარეშე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ნორჩი ფეხბურთელები საჩვენებელი მატჩისთვის ემზადებიან. ცენტრის მხარდაჭერით პროექტის ,,სპორტი ბარიერების გარეშე” ფარგლებში, საფეხბურთო კლუბი ,,მებრძოლები” ტრიბუნებზე მოყვარულ აუდიტორიას უმასპინძლებს.
კლუბში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ვარჯიშობენ. მეცადინეობები ყოველ შაბათ-კვირას პარასპორტის ცენტრში მიმდინარეობს.
მათთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რაც ინდივიდუალურ და გუნდური სწავლის მიდგომებზეა დამყარებული. ვარჯიშებს, ექიმისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით პროფესიონალი მწვრთელი უძღვება.
კლუბის მიზანია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

This slideshow requires JavaScript.