ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პროექტ „არტიშოკის“ ფარგლებში დადგმული სპექტაკლის ჩვენება სახელწოდებით – „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ“ გაიმართა

ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პროექტ „არტიშოკის“ ფარგლებში დადგმული სპექტაკლის ჩვენება სახელწოდებით – „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ“ გაიმართა.
სპექტაკლს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი, მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის ოვაციები და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა.
სპექტაკლი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „არტიშოკი“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია თეატრალური საქმიანობით სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი გახალისება, განათლება, ადაპტაცია, რათა დაინგრეს სტიგმები, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.

სპექტაკლის ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ორგანიზაცია ,,world vision”.