შაორის „მომავლის ბანაკში“ გამწვანების აქცია მოეწყო

პროექტის „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად“ ფარგლებში, შაორის ტბის მიმდებარედ, „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატგორი არჩილ ჯაფარიძე,ამბროლაურის გამგებელი მალხაზ ლომთაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. სულ 150 ცალი ნაძვისა და სოჭის ნერგი დაირგო, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შაორის „მომავლის ბანაკს“ ტყის ფონდიდან უსასყიდლოდ გადასცა.