შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა. ცენტრის ფოიეში ინკლუზიურმა ჯგუფმა პარაოლიმპიურ სპორტულ აქტივობაში – „ბოჩა“ მიიღო მონაწილეობა. საჩვენებელი გამოსვლა მოეწყო „უშუს“ სპორტულ სახეობაში. დასი „მიმოსვლა“ დამსწრეების წინაშე თეატრალური პერფორმანსით წარსდგა. მოგვიანებით სტუმრებმა ცენტრის კინოდარბაზში გადაინაცვლეს, სადაც შშმ პირთა უფლებების შესახებ სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. დასასრულს კინოფილმის – ,,ელენის ყურებით“ ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია,უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და ცენტრის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია ესწრებოდნენ. 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან და აუცილებელია მათი უფლებების დაცვა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა.

This slideshow requires JavaScript.