შემაჯამებელი ღონისძიება – ანონსი

15 დეკემბერს 16:00 საათზე „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვლი, მინისტრის მოადგილეები, სამთავრობო უწყებებისა და საელჩოების წარმომადგენლები, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები, პროექტების კონსულტანტები და ბენეფიციარები დაესწრებიან.

მოწვეული სტუმრები ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად შენობის განახლებულ ინტერიერს, პროექტების ამსახველ მატერიალებს და ფოტოგამოფენას დაათვალიერებენ.
ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, გიგა გაბელაია 2016 წლის მანძილზე ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებს.
საღამოს დასასრულს, ცენტრის პროექტების სათანადო დონეზე განხორციელებაში ჩართულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს მადლობის სიგელები გადაეცემა.

მიმდინარე წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა 22 პროექტი განახორციელა, რომელშიც 12.171 ბენეფიციარი იყო ჩართული.