შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

30 მარტს ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტისა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით,
მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტის „CYNC ქსელი” ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისგან საინიციატივო ჯგუფების შექმნა, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და სამოქალაქო აქტივობებში.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კანდელაკმა, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

• მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება;
• არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
• ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება;
• ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
• ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ანტინარკოტიკული კამპანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა, გიგა გაბელაიამ ცენტრის პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.

იხილეთ ბმული