პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2016“ ფარგლებში შშმპ, იძულებით გადაადგილებული და გსმ პირების ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს ორ პროექტს: „გაძლიერდი დაშეცვალე“ და „CYNCკვირეული“:

პროექტი „CYNC კვირეული“ :
• CYNC ლაშქრობა;
• CYNC კვირეული პანკისში;
• CYNC ქსელი;
• სოციალური ვიდეო რგოლები;
• სპორტული დარბაზები გსმ პირთათვის;
• სახელობო წრეები;
• შემეცნებითი წრეები;
• თავისუფალი სივრცე;
• მარათონი.

პროექტი „გაძლიერდი და შეცვალე“ :
• მულტიდისციპლინარული კომისია;
• ცვლილებები თანასწორობისთვის;
• შშმპ გამაჯანსაღებელი დარბაზი;
• სტატისტიკა და ანალიზი;
• ჩვენთვის და ჩვენთან ერთად;
• არტიშოკი;
• „სოციალური საწარმო“-სოციალური კაფე.

განხორციელების ადგილი:  თბილისი

სამიზნე ჯგუფი: იძულებით გადაადგილებული, შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მიუსაფარი ბავშვებისა  და საჯარო სკოლების  მოსწავლეების ინკლუზიური ჯგუფი.

მიზანი:

ბავშვებს ავუმაღლოთ  მოტივაცია და ინტერესი ლაშქრობებში მონაწილეობის მისაღებად.

აღწერილობა:

თბილისის მასშტაბით 2016 წლის განმავლობაში  „cync-ლაშქრობაში“ ტრენინგებითა და ლაშქრობების მეთოდით გადამზადებული იქნება დაახლოებით ინკლუზიური პრინციპით შერჩეული 140 ახალგაზრდა. ისინი შეიძენენ სათანადო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ექსტრემალურ ვითარებაში  ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებასა და განსხვავებულ გარემოში ორიენტირებას, გაუჩნდებათ ინტერესი ლაშქრობებში მონაწილეობის მისაღებად.

  • აქტივობები/ტრენინგები ჩატარდება სკოლებისა და ასევე ცენტრის ბაზაზე;
  • 7 გასვლითი აქტივობა(ლაშქრობა) არმაზის ხეობაში ;
  • ფოტო გამოფენა, სადაც მოწვეული იქნება ყველა პარტნიორი ორგანიზაცია. ეს წარმოადგენს ქვეპროექტის ერთგვარ შეჯამებას;

აღნიშნული ქვეპროექტის ფარგლებში დამზადდება სასწავლო ვიდეო რგოლები,  რომელიც წაროადგენს ლაშქრობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელიდან და ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. მასზე ხელმისაწვდომობა ექნება როგორც ადგილობრივ თვითმართველობებს, ასევე არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

რეგიონი: კახეთი; ახმეტის მუნიციპალიტეტი; პანკისის ხეობა

სამიზნე ჯგუფი: სოფელ დუისის, ჯოყოლოსა და ბირკიანის საჯარო სკოლების მოსწავლეები -VII-IXკლ;

მიზანი:

მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

აღწერილობა:

CYNC დღეები გაიმართება პანკისის ხეობასა და თბილისში და გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში. აქტივობაში ჩაერთვება 13-14 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 30 კაციანი ჯგუფი.  CYNC დღეების განმავლობაში პირველი სამი დღე დაეთმობა ტრენინგების მეშვეობით შემდეგი თემების დაფარვას:

  • პიროვნული განვითარება;
  • ბავშვთა უფლებები/შშმ პირთა უფლებები;
  • მონაწილეობა;
  • მოხალისეობა;

CYNC დღეები დასრულდება 2 დღიანი ვიზიტით თბილისში, სადაც მონაწილეები მოინახულებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ძველ თბილისს, მთაწმინდის პარკს; ასევე, ესტუმრებიან და გაეცნობიან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საქმიანობას, მოხდება  CYNC დღეების შეჯამება და მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაეცემა.

პროგრამით ისარგებლებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი.

 სამიზნე ჯგუფი:  საქართველოს ყველა  მუნიციპალიტეტიდან 1 წარმომადგენელი და   გუბერტნატორის ადმინისტრაციის 1 წარმომადგენელი  (64+12),

მიზანი:

რეგიონალური უწყებათშორისი თანამშრომლობის ქსელის შექმნა, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს შშმ პირთა განვითარებაზე და განახორციელებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებსა და სერვისებს.

აღწერილობა:

შშმ, იძულებით გადაადგილებულ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საკითხებზე მიმართული რეგიონალური  თანამშრომლობის ქსელის შექმნის მიზნით 64 მუნიციპალიტეტი (64 მონაწილე), გუბერნიის წარმომადგენლები (12 მონაწილე) და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის 10 წარმომადგენელი გაივლიან 2 დღიან ტრენინგს მაისის თვეში ქ. ბათუმში, სადაც განიხილავენ  შემდეგ საკითხებს:

  • ქსელური მუშაობის პრინციპები;
  • ორგანიზაციული განვითარება;
  • საჭიროებების კვლევა და მისი მნიშვნელობა პროგრამების შემუშავებისას;

ტრენინგის დასრულების შემდეგ,  რეგიონალური მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების წარმომადგენლებს დაევალებათ თემის დონეზე შშმ იძულებით გადაადგილებულ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საჭიროებების განსაზღვრა და  სოფლის რწმუნებულებთან აქტიური თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება. ხოლო სექტემბრის თვეში ჩატარდება ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ დონეზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები. აღნიშნულ ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა  უნდა წარმოადგინონ  გაწეული სამუშაოს შუალედური ანგარიში და სამომავლო გეგმები. წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში, გაიმართება შემაჯამებელი ფორუმი თბილისში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეაფასონ შესრულებული სამუშაო და წარმოადგინონ სრულად გაწერილი სამომავლო საპროექტო იდეები, რომლის განხორციელება გათვალისწინებული ექნებათ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში.

გავრცელება: საქართველოს მასშტაბით

სამიზნე ჯგუფი:  ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ნებისმიერი დაინტერსებული პირი ან ორგანიზაცია.

 

მიზანი:

ამაღლდეს  საზოგადოებრივი ცნობიერება თითოეული ბავშვის, მოზარდის  უფლების დასაცავად,  რაც თავის მხრივ გულისხმობს მათი ინტერესების გათვალისწინებას, დისკრიმინაციისაგან დაცვას, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, სულიერი და სოციალური განვითარების პროპაგანდას, თანასწორი პირობების შექმნის პოპულარიზებას  საზოგადოებაში.

 

აღწერილობა:

მოხდება სოციალური თემატიკის ვიდეო რგოლების გადაღება ბავშვთა უფლებებზე, რომელიც  გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითაც.   ვიდეოებს გამოიყენებს არა მხოლოდ „ბავშვთა და ახალგარდობის ეროვნული ცენტრი“, არამედ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ნებისმიერი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია.

ქვეპროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში იგეგმებაა აფხაზურ და ოსურ ენებზე დუბლირებული ვერსიების შექმნა.

განხორციელების ადგილი:   თბილისი

სამიზნე ჯგუფი: იძულებით გადაადგილებული, განასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

მიზანი:

მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში

აღწერილობა:

ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სპორტული წრეები (ხრიდოლი,უშუ,კარატე), აღნიშნული სპორტულ სექციებში ჩართულნი არიან მოწყვლადი ჯგუფის (სოც. დაუცველების დევნილები და ეთნიკური უმცირესობები) ახალგაზრდები/ მოზარდები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეუფლებიან სპორტულ  სახეობებს. ქვეპროექტის განმავლობაში გარკვეული სიხშირით გაიმართება სპორტული შეჯიბრებები.

განხორციელების ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი:  შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და იძულებით გადაადგილებული ბავშვები და ახალგაზრდები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

მიზანი:

ბენეფიციარებისათვის განსხვავებული სერვისების შეთავაზების გზით, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

აქტივობა:

  • შეიქმნება ცენტრის ბაზაზე სახელობო წრეები (მინანქარი, თექა, ქსოვა, ქარგვა) რომლითაც ისარგებლებენ შშმ ახალგაზრდები. სადაც საშუალება ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები და აიმაღლონ თვითშეფასება.

ქვეპროექტის განხორციელებიდან 4 თვეში მოხდება ბენეფიციარების მიერ  ცენტრის ბაზაზე დამზადებული მასალების გამოფენა-გაყიდვა.

განხორციელების ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და იძულებით გადაადგილებული  ბავშვები და ახალგაზრდები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით  ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

 

მიზანი:

ქვეპროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციარების გონებრივი განვითარების ხელშეწყობას, ბენეფიციარისთვის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უნარების განვითარებას, ასევე გულისხმობს სამომხმარებლო დონეზე  კომპიუტერული პროგრამების სწავლებას.

აქტივობა:

ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს  „შემეცნებითი წრეები“ (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული წრე). აღნიშნული სივრცით სარგებლობა შეუძლიათ შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებს.

განხორციელების ადგილი: თბილისი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე

სამიზნე ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, საჯარო სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

 მიზანი:

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თავისუფალი დროის სასარგებლოდ/ შემეცნებითად გამოყენება, მოზარდების ჩართულობის უზრუნველყოფა.

აქტივობა:

საჯარო ლექციებზე დასწრება იქნება თავისუფალი. ნებისმიერ მსურველს, რომელიც  სოციალურ ქსელში, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით შეიტყობს დაგეგმილი ლექციისა და თემატიკის  თაობაზე, ექნება დასწრების უფლება.

ღონისძიებები ჩატარდება თვეში ერთხელ. საჯარო ლექციების ჩატარების საშუალება ექნებათ როგორც საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს, ასევე ამა თუ იმ საკითხზე მომუშავე კომპეტენტურ პირებს.

განხორციელების ადგილი:  თბილისი

ერთჯერადი მასშტაბური ღონისძიება

ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ.

მიზანი: მარათონი საქველმოქმედოა და მოზიდული თანხა მოხმარდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებს.

 

აღწერილობა:

მონაწილეობას მიიღებენ შშმ ,განსაკუთრებული საჭიროების მქონე და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები. მარათონი ჩატარდება ინკლუზიური პრინციპების დაცვით და იქნება საზოგადოებაში სემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების ინტეგრაციის მაგალითი. ბავშვებსა და ახალგაზდებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები.

რეგიონი:თბილისი

სამიზნე ჯგუფი: სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები.

მიზანი:

შშმ ახალგაზრდებისათვის (29წლამდე) რეკომენდაციების შემუშავება, მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და სწავლების ეფექტური სტრატეგიების შეთავაზება.

აღწერილობა:

აღნიშნული ქვეპროექტის ფარგლებში დაინერგება საზღვარგარეთ აპრობირებული პრაქტიკა ბენეფიციართა პროფესიული ორიენტაციისა და მათი მხარდაჭერითი დასაქმების მიმართულებით.

ცენტრის ბაზაზე არსებული მულტიდისციპლინარული სერვისის არსებობა  უზრუნველყოფს ბენეფიციართა მშობლების/მეურვეების ცნობიერების ამაღლებასა და  გაძლიერებას. ქვეპროექტი ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, მწვავე კონკურენციის პირობებში შრომის ბაზარზე ადგილის მოპოვებას და შენარჩუნებას.

  • თვეში ერთხელ იმუშავებს აღნიშნული მულტიდისციპლინარული კომისია და მოემსახურება მომართვიანობის საფუძველზე;
  • ქვეპროექტი საპილოტეა და ხორციელდება თბილისის მაშტაბით 7 თვის განმავლობაში;

რეგიონი: (ზუგდიდი, ჩოხატაური, ამბროლაური, გორი, ახალციხე, ახმეტა, ლაგოდეხი და მესტია)

 

სამიზნე ჯგუფი: შშმ პირების ინკლუზიის საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდები, ადგილობრივი თემის წამომადგენლები.

 

მიზანი:

ახალგაზრდების და ადგილობრივი თემის სხვა წევრების ცნობიერების ამაღლებას და მიდგომების შეცვლას შშმ პირებთან მიმართებაში, ასევე ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებას, რაც ხელს უწყობს შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი  შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

აქტივობა:

აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს  ცენტრის 2 თანამშრმელი,  (ეტლით მოსარგეებლები) რომლებიც თვეში ერთხელ წინასწარ შერჩეულ რეგიონში (სულ შეირჩა 8 რეგიონი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ამბროლაური, გორი, ახალციხე, ახმეტა, ლაგოდეხი და მესტია) ჩაატარებენ ერთჯერად ლექცია/ტრენინგს, შშმ პირთა უფლებებს თემატიკაზე. ისინი მოსწავლეებს დეტალურად აუღწერენ იმ სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე აცნობებენ და მიაწვდიან ინფორმაციას შშმ პირთა შესაძლებლობებსა და უნარებზე. ლექცია-ტრენინგის განმავლობაში მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის გაიმართება  დისკუსია.

განხორციელების ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: შშმ ბავშვები და ახალგაზრდები ფიზიკური და მენტალური სირთულეებით

მიზანი:

გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შედეგად, (თანდაყოლილი ან შეძენილი) განუვითარებელი ან ატროფირებული მოტორული ფუნქციების გაუმჯობესება ან აღდგენა.

აქტივობა:

ქ. თბილისის დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შეთავაზებას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზში.

ვარჯიშების კომპლექსს განსაზღვრავს სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი, რომელიც სხვდასხვა ჯგუფებს გარკვეული სიხშრით უტარებს გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. სავარჯიშო გარემო არის ინკლუზიური.

განხორციელების ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: შშმ ბავშვები და ახალგაზრდები

მიზანი:

სტატისტიკა და ანალიზი ნებისმიერი საჯარო ინსტიტუციის პროგრამების შედეგიანი განხორციელებისათვის აუცილებელი ელემენტებია, რომელთა გარეშეც ეფექტური მმართველობა  და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციების განხორციელებით სარგებელს იღებს არა მხოლოდ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, არამედ ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და სხვა ამ თემაზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფები.

ქტივობა:

კვლევის განხორციელების შემგდომ შესაძლებელი იქნება ცენტრის ბაზაზე ოფიციალური პრეზენტაციის მოწყობა და კვლევის შედეგების გაცნობა თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

განხორციელების ადგილი: საქართველოს მასშტაბით.

სამიზნე ჯგუფი: შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და იძულებით გადაადგილებული  ბავშვები და ახალგაზრდები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით  ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

აღწერა: ქვეპროექტი მოიცავს კალენდარული დღეების აღნიშვნას, ეკო აქიებს, პუბლიკაციების ბეჭდვასა და გავრცელებას, პიროვნულ განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს;  ასევე მხიარული სპორტული შეჯიბრებებს, რომელიც ჩატარდება ოლიმპიური პრინციპის მიხედვით. გუნდების შემადგენლობაში იქნებიან: ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, დღის ცენტრის თანამშრომლები და ა.შ.

განხორციელების ადგილი : თბილისი

 

სამიზნე ჯგუფი:შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, საჯარო სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური განათლების მოთხოვნებით ინტეგრაციის პრინციპების დაცვით.

 

ქვეპროექტის მიზანი: ქვეპროექტის მიზანია თეატრალური საქმიანობით სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი გახალისება, განათლება, ადაპტაცია, რათა დავანგრიოთ სტიგმები, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.

აღწერა : ქვეპროექტი „არტიშოკი“, გულისხმობს 14-29 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობას თეატრალურ საქმიანობაში, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ  სწავლებებს, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

განხორციელების ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი:  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ქვეპროექტის მიზანი:  სოციალური კაფის/საწარმოს მიზანია ინკლუზიური გარემოს შექმნა შშმ პირთა განვითარების, სოციალიზაციისა და დასაქმებისათვის.

აღწერა: სოციალური საწარმო იფუნქციონირების ცენტრის ბაზაზე. დასაქმებულთა 40% უნდა შეადგენდეს შშმ ახალგაზრდებს. ასევე, ქვეპროექტის ფარგლებში უზრუნველყოული იქნება შემეცნებით/ შემოქმედებითი აქტივობები, რომელთა აუდიტორიასაც შშმ და შეზღუდვის არ მქონე პირები წარმოადგენენ.