შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. პროექტ „თავისუფალი სივრცის“ ბენეფიციარებმა საინფორმაციო მსვლელობა მოაწყვეს, რომლის მიზანს შშმ პირთა უფლებების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. მოგვიანებით ბენეფიციარებმა ცენტრის სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ. გამარჯვებულები ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დააჯილდოვა. დღის ბოლოს მოზარდები მოწვეულ სტუმარს გიორგი ახმეტელს შეხვდნენ.ღონისძიება კინოჩვენებითა და დისკუსიით დასრულდა.

იხილეთ ბმული