„ჩვენი თავგადასავალი“/„შექმენი შენი კალენდარი“

ლიტერატურული კონკურსი – „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის -„შექმენი შენი კალენდარი“ ქ. ბორჯომში საზეიმოდ დაიხურა. გამოვლინდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები როგორც მხატვრებს, ისე პროზაიკოსებს შორის. დახურვის ღონისძიებას ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია კონსულტანტები მხატვრობაში – მხატვრები ნინო ქოქიაშვილი და გოგა ჯაფარიძე, ლიტერატურაში – მწერალი ირმა მალაციძე და პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული ესწრებოდნენ. ღონისძიება ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ გახსნა. მან გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებსა და კონსულტანტებს. საღამოს დასასრულს პროექტში მონაწილე ახალგაზრდები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსები „ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შენი კალენდარი“ მეოთხე წელია, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს ორივე კონკურსის მონაწილეები ბორჯომში გაემგზავრნენ, სადაც ერთნი – ლიტერატურულ, მეორენი კი სამხატვრო მარათონში ჩაერთვნენ. ფინალური ეტაპი 4 დღეს მოიცავდა. კალენდრის შესაქმნელად დამწყებ მხატვრებს შორის ყოველი თვე კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა, ხოლო პროზაიკოსებს მიეცათ საკვანძო ფრაზა, რომელზეც მოთხრობა უნდა აეგოთ. წელს არჩევანი ფრედერიკ ბრაუნის საშინელებათა ჟანრის მოთხრობის სახელწოდებაზე შეჩერდა „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე იჯდა ოთახში. კარზე დააკაკუნეს“. მონაწილეთა საუკეთესო ნაწარმოებებით წიგნი გამოიცემა,ხოლო ნახატებით 2018 წლის კალენდარი დაიბეჭდება. წელს „ჩვენი თავგადასავალის“ მონაწილეები იყვნენ: 1) გივი გოგაბერიშვილი 2) გიორგი მერკვილაშვილი 3) ნინო ქევხიშვილი 4) გოდერძი გორგილაძე 5) თამარ ხუჯაძე 6) მარიამ ჩიტაშვილი 7) სოფიკო ქურდაძე 8) ლიზა ფირცხალავა 9) ანიტა მაღრაძე-თბილისი 10) დაჩი ადამაშვილი 11) მარიამ გოგინაშვილი 12) სალომე გოგოლაძე 13) მარიამ ყვავაძე 14) ლანა ხუხუშვილი 15) თამრიკო წულაია 16) შოთა გოგინაშვილი 17) ალექსანდრე კაპანაძე 17 მონაწილის ნამუშევრებიდან კრებულისთვის 10 საუკეთესო ნაწარმოები შეირჩა. ასევე, გამოვლინდა 3 საუკეთესო კონკურსანტი: გივი გოგაბერიშვილი, გოდერძი გორგილაძე და თამარ წულაია . ნომინაცია – ცენტრის რჩეული, წილად ხვდა ალექსანდრე კაპანაძეს. მონაწილეებს ცენტრისგან სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. „შექმენი შენი კალენდარის“ მონაწილეები არიან დამწყები მხატვრები: 1) ქეთევან ქევხიშვილი 2) ნანო ჯიქიძე 3) მარიამ მესტიაშვილი 4) ვანო ჯავახიშვილი 5) ნინო გოქსაძე 6) სალომე კურკუმული 7) თამრიკო ხაზალია 8) ხვიჩა ღონღაძე 9) ლილი ჯოხაძე 10) არჩილ თოდუა 11) იმედა აფციაური 12) ნია კოჭლამაზიშვილი მარიამ მესტიაშვილი, ვანო ჯავახიშვილი, თამრიკო ხაზალია კი რჩეულთა შორის დასახელდნენ. მათაც სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.