წაიკითხეთ – “ანა ფრანკის დღიური”

ეს არის ყველაზე გულწრფელი წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

ნაწარმოები მოგვითხრობს ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონას ისტორიას ომზე .

ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს პატარა გოგონა, რამდენად შეიძლება იაზრებდეს ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ სირთულეს – ომს და ამასთან ერთად დარჩეს ხალისიან ბავშვად.

ანა ცდილობს, რომ არ გაბოროტდეს და არ დაითრგუნოს.

სურს, რომ დღიურთან მაინც დარჩეს გულწრფელი.

ანა ჩემთვის სამაგალითო გოგოა და გირჩევთ გაიცნოთ! ყოველთვის მაქვს სურვილი გადავიკითხო ეს წიგნი.

ცნობილია, რომ ანას მამამ (მხოლოდ ის გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს და ომს) თავის დროზე გარკვეული დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

იმ დროიდან, როდესაც პირველად წავიკითხე ეს წიგნი, გამიჩნდა სურვილი მოვხვედრილიყავი ამსტერდამში, ანა ფრანკის მუზეუმში, რომელიც სწორედ იმ ადგილას არის მოწყობილი, სადაც ანას ოჯახი შეიფარეს და შესასვლელიც კარადის კარი იყო.

ეს წიგნი შესულია იუნესკოს სიაში, როგორც მსოფლიო ხსოვნა.

 

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი