წაიკითხეთ „დათა თუთაშხია“

წაიკითხეთ „დათა თუთაშხია“

მე თვითონ „დათა თუთაშხია“ დიდხანს  არ მქონდა წაკითხული, ფილმი მქონდა მარტო ნანახი. ჰოდა ერთხელაც პრაღის აეროპორტში რეისზე დამაგვიანდა და ორი დღე მომიწია იქ ყურყუტი, მაგრამ ეს ორი დღე იყო გადასარევი ორი დღე, რადგან წაღებული მქონდა „დათა თუთაშხია”. სხვა საქმე  რომ არ მქონდა თავიდან ბოლომდე წავიკითხე ძალიან დიდი სიამოვნებითა და, ვფიქრობ, სულიერი სარგებლობითაც.

ფილმში ბევრი რამ იკარგება, თვითონ დათა თუთაშხიას ხასიათის შტრიხებიც (მიუხედავად იმისა, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი არაჩვეულებრივად თამაშობს). წიგნში გაცილებით უკეთ და დინამიურად ჩანს მთავარი გმირის პიროვნული განვითარება.

 

ლევან გიგინეიშვილი – ფილოლოგი