წაიკითხეთ „ოდისეა“ და „ჰეკლბერი ფინი“

წაიკითხეთ „ოდისეა“ და „ჰეკლბერი ფინი“

ჰომეროსის „ოდისეა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნია მოგზაურობაზე – ადამიანის უმთავრეს თვისებაზე და მოვალეობაზეც კი წუთისოფელში. ოდისევსის მოდელი უნიკალურია – თუ მთავარ გმირს და მის თანმხლებებს ერთ სხეულად განვიხილავთ – ის ყველაფრის ფასად ბრუნდება უკან – სამშობლოში, ითაკაში. აქ უნებლიედ გახსენდება ერთი ქართული ზღაპარი – მიწა თავისას მოითხოვს – სადაც გმირი უკვდავებსაც კი თმობს და უკან ბრუნდება. დონ კიხოტიც კი ამ იდეის ამბავია. არა თუ იდალგო, ულისეს (ჯოისი) და ულისე ბაღდადიდან (შმიტი) გმირებიც კი – მოდრენულ-პოსტმოდერნული სამყაროს შვილები. გზა – როგორც წრე.
მაგრამ არის მეორე წიგნი, რომლის გმირსაც სამშობლო არ აქვს (აქ გვახსენდება ჰეილის კარგი მოთხრობა ,,უსამშობლო კაცი”). მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინი ახალი სახის ოდისევსია – გზა რომელსაც ის ადგას (მდინარე, ტივი), იმავე სირთულეებს მოიცავს, რასაც მისი ანტიკური ,,მოსახელე” – ოღონდ ერთი სხვაობით – უკან დაბრუნებას არ გულისხმობს.თუ ჰეკლებერის და მის თანამგზავრებსაც ერთ სხეულად განვიხილავთ – ისიც უამრავი დანაკარგის ფასად მიიწევს წინ – ერთი მიზნით – შეისვენოს და ისევ წინ წავიდეს. არავინ იცის, რომელი სვლა უფრო ტრაგიკულია. მაგრამ წიგნი კი ორივე დიდი. მე შეგნებულად ჩავურთე სხვა ტექსტებიც – ეგებ მათაც გადაავლოთ თვალი. თქვენ და მეც ხომ გზაზე ვდაგვართ – აქ კი დიდი გამოცდილებები რაღაც სამსახურს გაგვიწევს

გიორგი კეკელიძე – ქართველი პოეტი, ესეისტი.