ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარებმა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო თასის გათამაშების ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარებმა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო თასის გათამაშების ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენმა მოზარდებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ჩვენს კალათაში ხუთი ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
პირველი ადგილი მათე ხაბულიანმა, ლექსო ტაბატაძემ,ნიკა ქარაულმა, დემეტრე ძოწენიძემ და გიორგი ხანიშვილმა მოიპოვეს.
მეორე ადგილი დავით ფაჟავას, ნიკა ფარულავას, დუკა შუბითიძეს,ლუკა ჩემიას, ლუკა ცარციძეს, ბექა ქათამაძეს,ბექა ჯაღმაიძეს და გურამ ლუარსაბიშვილს ხვდათ წილად.
მესამე ადგილის მფლობელები რატი დათაშვილი და დაჩი შენგელია გახდნენ.
ტურნირი ხელჩართულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციამ 8 მარტს შრომითი რეზერვების სასახლეში ჩაატარა.