კონტრასტი
განლაგება
შრიფტი

 

ცენტრის  მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები 

 

 

 

ცენტრის მიზნებია: 

 

 

 

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

 

ბ) ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

 

გ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის, სამოქალაქო ფასეულობების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;

 

დ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 

ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ.) ზრუნვის ხელშეწყობა, შესაბამისი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გზით;

 

ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;

 

ზ) საინიციატივო ჯგუფებისათვის ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა;

 

თ) ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

 

ი) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით აკადემიური, შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება, ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა;

 

კ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება (მათ შორის ბანაკების მოწყობა), ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

 

ლ) ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ევროპული თანამშრომლობის პოპულარიზაცია;

 

მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

 

ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

 

 

 

ა) ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამის საქმიანობას, დამოუკიდებლად შეიმუშავებს, ამტკიცებს ამ საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროექტებსა და პროგრამებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო-საბავშვო და ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვაში და ამ მიზნით ახორციელებს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობას;

 

ბ) მასობრივ საინფორმაციო საშულებებსა და სოციალურ მედიასთან თანამშრომლობით პოპულარიზაციას უწევს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ამ მიზნით ახორციელებს გაცვლით პროგრამებს;

 

გ) ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, გამოსცემს სხვადასხვა სახის პერიოდულ ან/და ერთჯერად გამოცემებს;

 

დ) ავითარებს ურთიერთობებს ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, საჭიროების შემთხვევაში დებს მათთან ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, აწარმოებს ქსელურ მუშაობას საქართველოს რეგიონებსა და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან;

 

ე) ატარებს ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის კონკურსებს და დადგენილი წესის თანახმად გადასცემს შესაბამის პირებს მატერიალური ან/და არამატერიალური სახის პრიზებს;

 

ვ) ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს;

 

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობას (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

 

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან გამომდინარე, მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.

 

4. ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის, ცენტრს უფლება აქვს შემოიღოს როგორც ერთჯერადი, ისე არაერთჯერადი ფასიანი მომსახურება, რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

 

5. ცენტრი უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.

 

 

 

ცენტრის სტრუქტურა 

 

 

 

1. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 

ა) ცენტრის აპარატი;

 

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

 

გ) იურიდიული სამსახური;

 

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

 

ე) პროგრამების მართვის დეპარტამენტი.

 

 

 

ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები 

 

 

 

ცენტრის აპარატი:

 

 

 

ა) ცენტრის უფროსის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

 

ბ) ცენტრის უფროსის  მიერ დანიშნული  თათბირების ან/და შეხვედრების გამართვის ორგანიზება და  ოქმის წარმოება;

 

გ) ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების განხორციელება;

 

დ) ინფორმაციის მართვის სისტემების შექმნა;

 

ე) ტექნიკასა და მომხმარებელს შორის არსებული პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა;

 

ვ) ცენტრს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სამინისტროებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

 

ზ) უცხოეთში ცენტრის თანამშრომელთა ვიზიტების დაგეგმვა/მომზადება და საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე დასწრების ორგანიზება;

 

თ) საერთაშორისო ხელშეკრულებების/მემორანდუმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 

ი) შემოსული დოკუმენტების შესწავლა და პასუხების მომზადება;

 

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

 

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

 

 

 

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების შესახებ;

 

ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას;

 

გ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შემდგომში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას;

 

დ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას;

 

ე) ცენტრის პროგრამების/პროექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით,  გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას, ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და შემოქმედებითი სამუშაოს ხელმძღვანელობას (სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება);

 

ვ) ახორციელებს საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა);

 

ზ) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;

 

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ მხარდაჭერას;

 

ი) ახორციელებს ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და მათით დაინტერესებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას;

 

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.

 

 

 

იურიდიული სამსახური:

 

 

 

ა) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

 

ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და სამართალდამცავ ორგანოებში;

 

გ) ცენტრის  კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

 

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.

 

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

 

 

 

ა) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს;

 

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებას;

 

გ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაციას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

 

დ) ახორციელებს კორესპონდენციის საქმისწარმოებას;

 

ე) წარმართავს საარქივო საქმიანობას;

 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას;

 

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.

 

5. პროგრამების მართვის დეპარტამენტი:

 

ა) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებას;

 

ბ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას;

 

გ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, აგრეთვე, ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას;

 

დ) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში ჩართვასა თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით;

 

ე) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის ბენეფიციართა შერჩევას, ინფორმირებას, მობილიზებასა და კოორდინირებას;

 

ვ) ახორციელებს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროგრამების/პროექტების  შეფასებასა და ადგილზე ზედამხედველობას, შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების, ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით;

 

ზ) არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს მცირე და მასშტაბურ კვლევებს, მიზნობრივი და ცნობიერების ასამაღლებელი სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და ტრენინგების ორგანიზებას, თემატური დისკუსიების მოწყობას და შედეგების შეფასებას;

 

თ) სამომავლო პროგრამების/პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას;

 

ი) ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს;

 

კ) გეგმავს და ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალურ თამაშებს;

 

ლ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევასა და მონაწილეობას;

 

მ) ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების მხარდაჭერას;

 

ნ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ახორციელებს მიზნობრივი პროგრამების/პროექტების შესრულებას, ხელს უწყობს თვითმმართველობებისა და სასკოლო კლუბების აქტივობის გაზრდას, მათი ინიციატივების პრაქტიკულ რეალიზაციასა და მხარდაჭერას;

 

ო) ეხმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებს ზოგადი ცოდნის ხარისხის ამაღლებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

 

პ) უზრუნველყოფს მოზარდთა და ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას;

 

ჟ) ახორციელებს შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა სხვადასხვა ჯგუფში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

 

რ) ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, ,,მოხალისეობის ინსტიტუტის“ დანერგვასა და პოპულარიზაციას ბავშვებსა და ახალგაზრდებში;

 

ს) შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთათვის ქმნის ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებს მოხალისეობრივ აქტივობებში;

 

ტ) იწვევს ექსპერტებს შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთათვის აქტუალური საკითხების შესახებ ლექცია-სემინარების ჩასატარებლად;

 

უ) ახორციელებს შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა საჭიროებების ანალიზს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

 

ფ) შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ახდენს კონკრეტული პროგრამების/პროექტების ინიციირებასა და განხორციელებას;

 

ქ) შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა ჯგუფების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ამაღლების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან;

 

ღ) შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა ჯგუფებისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს/პროექტებს;

 

ყ) პოპულარიზაციას უწევს შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა  ინიციატივებს საზოგადოებაში;

 

შ) შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა შორის ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო პროგრამების/პროექტების შესახებ და ხელს უწყობს მათ ჩართვას საერთაშორისო აქტივობებში;

 

ჩ) ახორციელებს შშმ, იძულებით გადაადგილებულ და გსმ პირთა სპეციალური სპორტული პროგრამების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;

 

ც) ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს;

 

ძ) მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურებთან როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე;

 

წ) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტეგრაციისა და ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას;

 

ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.