2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ხრიდოლის საბრძოლო სამჭიდში

შრომითი რეზერვების სასახლეში ჩატარდა 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი ხრიდოლის საბრძოლო სამჭიდში, რომელშიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენმა მოზარდება საუკეთესო შედეგები აჩვენეს, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
I – დუკა შუბითიძე, თომა ჯაფარიძე, გიორგი ხანიშვილი, დემეტრე ძოწენიძე, დათა გოგუა, ნიკა ფაჩულია, ნიკა არაბული.
II – გიორგი თათუხაშვილი, ნიკა ქათამაძე, გუგა ლუარსაბიშვილი, ლუკა ჩემია, ნიკა ქარაული.
III – დაჩი აბესალაშვილი, ლუკა ცარციძე, ფაჩულია საბა, დანიელ ხაჩირაშვილი.