,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანის ქ.გაბალაში გაემგზავრნენ

,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანის ქ.გაბალაში გაემგზავრნენ,  სადაც საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვები რამოდენიმე თვე გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას. პროგრამის კულტურული ნაწილი ცენტრის თანამშრომლების მიერ მომზადდა, ხოლო სამაშველო წვრთნა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბაზაზე მიმდინარეობდა.
პროექტი ,,ნორჩ მაშველთა კლუბი” ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ახალგაზრდების გადამზადებას, სამაშველო სამუშაოების შესწავლას, ფორსმაჟორულ სიტუაციებში (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი) პირველადი დახმარების გაწევას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას ითვალისწინებს.