,,Cync კვირეული გორში” დასრულდა.

,,Cync კვირეული გორში” დასრულდა. მონაწილეები 3 დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ.
დღეს, მოზარდებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს, დღის ცენტრის „ბავში და გარემო“ ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია, სადაც მონაწილეებმა ტუიას ნერგები დარგეს,ასევე ცენტრის დარბაზში ხრიდოლისა და უშუს საჩვენებელ გამოსვლას დაესწრნენ.
„cync კვირეულის” მონაწილეებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ გადასცა.