„CYNC კვირეული გორში“

,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით „CYNC კვირეული გორში“ დაიწყო, რომელშიც შავშვების, ხურვალეთის, სკრის, ბერბუკისა და გორის საჯარო სკოლების 14-16 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 30 კაციანი ჯგუფი მონაწილეობს. არაფორმალური განათლების კვირეული 6 დღე გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში (25-27 სექტემბერი) ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე: გუნდური მუშაობა; ეფექტური კომუნიკაცია; ბავშვთა უფლებები; აქტიური მოქალაქეობა; შშმ პირთა უფლებები; მოხალისეობა;მომდევნო სამი დღე კი თბილისში ვიზიტს დაეთმობა, სადაც მონაწილეები მოინახულებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ძველ თბილისის ღირშესანიშნაოებებს და ჩაერთვებიან გასართობ-შემეცნებით თამაშში – „CITY GAME ”, დაესწრებიან მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს „თეთრი იასამანი“. გაეცნობიან უშუსა და ხრიდოლის აქტივობებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების აქციაში. ბოლო დღეს შეჯამდება „CYNC კვირეულის“ აქტივობები და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.