„CYNC კვირეული პანკისში“

9 ივლისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვეპროექტის „CYNC კვირეული პანკისში“ ფარგლებში ადგილობრივ ბენეფიციარებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
„CYNC კვირეული პანკისში“ პანკისის ხეობასა და თბილისში გაიმართება და 5 დღე გაგრძელდება. აქტივობაში 13-14 წლის მოზარდები ჩაერთვებიან.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ამავდროულად შეუერთდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები რევაზ ჯაველიძე, შალვა გოგოლაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. ცენტრის მხრიდან წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდი ტექნიკური/მატერიალური ბეჭდური და ვიდეო მასალა, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დასმა „მიმოსვლა“.

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული