,,CYNC ლაშქრობა” არმაზის ხეობაში

დღეს, არმაზის ხეობაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „CYNC ლაშქრობა“ მოეწყო. ლაშქრობაში იძულებით გადაადგილებული, შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მიუსაფარი ბავშვებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 კაციანი ინკლუზიური ჯგუფი იმყოფებოდა.
პროექტის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში , ტრენინგებითა და ლაშქრობების მეთოდით ინკლუზიური პრინციპით შერჩეული 140–მდე ახალგაზრდა გადამზადდება. ისინი შეიძენენ სათანადო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ექსტრემალურ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებასა და განსხვავებულ გარემოში ორიენტირებას.

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული