„CYNC ლაშქრობის“ მონაწილეებს სპეციალური ლექცია–ტრენინგი ჩაუტარდათ

„CYNC ლაშქრობის“ მონაწილეებს სპეციალური ლექცია–ტრენინგი ჩაუტარდათ. მოზარდებმა ტრენერ გიორგი ნაზღაიძისგან სავალდებულო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც ბუნებაში და ექსტრემალურ გარემოში საჭირო უნარ–ჩვევების ცოდნას ითვალისწინებს.
გარე აქტივობა არმაზის ხეობაშია დაგეგმილი, სადაც იძულებით გადაადგილებული, შშმ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მიუსაფარი ბავშვებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ინკლუზიური ჯგუფი გაემგზავრება.