,,CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთის” ფესტივალი

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთის“ ფესტივალი იმართება. თამაში 5X5 პრინციპით ტარდება, რომელშიც 16-18 წლის ფეხბურთის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) მონაწილეობენ.
ფესტივალმა სტარტი 7 მაისს, ქ.თელავში აიღო და საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქს მოიცავს. (რუსთავი-10 მაისი, მცხეთა-13 მაისი, გორი-21 მაისი, ახალციხე-4ივნისი, ქუთაისი-6 ივნისი, ამბროლაური-8 ივნისი, ოზურგეთი-10 ივნისი, ბათუმი-13 ივნისი, ზუგდიდი-15-17 ივნისი, თბილისი-19, 23 სექტემბერი).
ტურნირის მიზანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, მოზარდებში თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა.

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული