„cync სპორტი ბარიერების გარეშე“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ დაიწყო, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 16-18 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) მონაწილეობენ. შეჯიბრი სპორტის 4 სახეობაში-მინიფეხბურთში, კალათბურთში 3X3, მაგიდის ჭადრაკსა და სპრინტში იმართება.
შესარჩევი ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალურ დონეზე ჩატარდა, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ტურნირში ჩაერთვებიან.
პროექტმა „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ სტარტი 28 მაისს ქ. რუსთავში აიღო. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტსა და ფეხბურთს დაეთმო, ხვალ კი მოზარდები კალათბურთისა და ჭადრაკის ტურნირებში ჩაერთვებიან.
ფინალური ეტაპი ანაკლიაში „მომავლის ბანაკში“ გაიმართება.