,, CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი”

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი“ იმართება. თამაში 3X3 პრინციპით ტარდება, რომელშიც 16-18 წლის კალათბურთის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალმა 8 მაისს, ქ.თელავში აიღო სტარტი და საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქს მოიცავს ( რუსთავი-11 მაისი, მცხეთა-14 მაისი, გორი-22 მაისი, ახალციხე-5 ივნისი, ქუთაისი-7 ივნისი, ამბროლაური-9 ივნისი, ოზურგეთი-11 ივნისი, ბათუმი-14 ივნისი, ზუგდიდი-16 ივნისი, თბილისი-20, 24 სექტემბერი).
ტურნირის მიზანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, მოზარდებში თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა.

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული