კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

მედიატურნირი ქუჩის კალათბურთში

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით პროექტის „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში ქუჩის კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურნირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ დააჯილდოვა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის გარდამავალი თასი გადასცა, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი მედლებით და თასით „URBAN FITNESS"-ის წარმომადგენელმა დააჯილდოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს „რუსთავი 2"-ის და „აფხაზეთის ხმის" გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება „აფხაზეთის ხმის" გუნდმა ანგარიშით 13 -7 მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმის" გუნდი მედიატურნირში უკვე მესამედ გახდა ცენტრის გარდამავალი თასის მფლობელი. ტურნირის სპონსორმა „URBAN FITNESS"-მა ფინალისტი გუნდები ერთთვიანი აბონიმენტებით დაასაჩუქრა. მედიატურნირი წელს მესამედ გაიმართა , რომელშიც ექვსი მედია-გუნდი მონაწილეობდა: 1. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2" 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი 3. ტელეკომპანია „იმედი“ 4. რადიო „აფხაზეთის ხმა“ 5. რადიო Jako FM 6. რადიო „გრამაფონი“ მედიატურნირი პროექტის „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გაიმართა.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად