კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

საერთაშორისო ბანაკი “Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp“ 2017 საზეიმოდ გაიხსნა

  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბაზალეთში , საერთაშორისო ბანაკი - Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017 საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე-რევაზ ჯაველიძე , კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე-ლევან ხარატიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - პეტრე კანკავა,  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი - გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილე -  ნინო ვადაჭკორია,  ევროკავშირის  წარმომადგენელი საქართველოში  -  ვინსენტ რეი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის მინისტრის პირველი მოადგილე - ბელა კოპალიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი - ბელა სარია, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი - ნინო ფიროსმანაშვილი და  სხვადსხავა სამთავრობო და არასამთავრობო  სტრუქტურის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა მოზარდებს სიტყვით მიმართეს და ბანაკში ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვეს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე   ქორეოგრაფიული დასი    „Little Stars"  და  მანანა არაბიძის საავტორო სტუდიის მოსწავლეები   სხვადასხვა  მუსიკალური ნომრით  წარდგნენ. საერთაშორისო ბანაკს  სსიპ  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ბანაკი მოზარდებს  18-24  სექტემბერამდე უმასპინძლებს, სადაც  10 ქვეყნის 80 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საზაფხულო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად