კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია მხარეთა მიერ განსახორციელებელ პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა. ასევე, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მოხდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, რათა წარმოდგენა შეექმნათ ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებს, იცოდნენ იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების დროს. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. იხილეთ ბმული 

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმარ
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად