კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს სიტყვით მიმართეს და ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.

ბანაკის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა სტუმრების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები - პაატა ასრატაშვილი, ალექსი გილაშვილი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მეორე წელია ახორციელებს და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა:საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეკრეაციული, საგანმანათლებლო შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 1056 მოსწავლე დაისვენებს.

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმარ
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად