კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შაორის „მომავლის ბანაკს“ მონაწილეების პირველი ნაკადი ესტუმრა

შაორის „მომავლის ბანაკს“ მონაწილეების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ, პროგრამების მართვის დეპარტემენტის უფროსმა ბელა სარიამ და მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს საინტერესო და ნაყოფიერი დასვენება უსურვეს. არაფორმალურ გარემოში მოწვეულმა სტუმრებმა: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზურა ქადაგიძემ სტუდენტებთან სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ცენტრის უფროსმა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. ახალგაზრდებთან საუბრისას მთავარი აქცენტები განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გააკეთა. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მესამე წელია ახორციელებს და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. პროექტის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა. ბანაკში წელს 18-25 წლის 1000 -ზე მეტი სტუდენტი დაისვენებს!

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად