კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ მართავს საერთაშორისო ბანაკს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შერჩეული მონაწილეები.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ცენტრის უფროსმა მოზარდებს სასიამოვნო და ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. ღონისძიებას ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუდოლფ მიხალკა, ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბერიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
21 დღის განმავლობაში ბანაკი ახალგაზრდებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ეფუძნება არაფორმალური განათლების ტექნიკას. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა საკუთარ ქვეყნებში. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებულ იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. 
„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში"-ს მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+,
ვრცლად

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდარისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად