კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ მართავს საერთაშორისო ბანაკს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შერჩეული მონაწილეები.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ცენტრის უფროსმა მოზარდებს სასიამოვნო და ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. ღონისძიებას ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუდოლფ მიხალკა, ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბერიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
21 დღის განმავლობაში ბანაკი ახალგაზრდებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ეფუძნება არაფორმალური განათლების ტექნიკას. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა საკუთარ ქვეყნებში. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებულ იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. 
„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში"-ს მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად