კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

18 აგვისტოს, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო!

ბანაკის დახურვის ღონისძიებზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს - განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ. მათ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება ლიდერებისა და ბანაკის მონაწილეების მიერ შესრულებული ფლეშმობით გაიხსნა, პატრიოტულ თემაზე დადგმული საინტერესო მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა.

საღამოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი შალვა ჯაბახიძე, ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად განახორციელა. ესენია : საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. 

პროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების (უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების), ვირტუალური რეალობა და ა.შ.) პოპულარიზაციას, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დანერგვის ხელშეწყობას, რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებით ი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნასა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფას.

 

იხილეთ ბმული 

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ვრცლად

ანონსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მართავს კონფერენციას თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვ
ვრცლად

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ვრცლად