კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართეს. ბანაკში მოზარდთათვის საგანგებოდ შედგენილი პროგრამა 7 თემატური დღისგან (I დღე -გაცნობა /დამეგობრების დღე, II დღე- ოლიმპიადის დღე, III დღე - ტოლერანტობის დღე,IV დღე - სამოქალაქო საზოგადოების დღე/ თავდაცვის დღე, V დღე - ინტელექტის დღე, VI დღე - საქართველოს დღე, VII დღე - დამშვიდობება.) შედგება. დახურვის ღონისძიება პროგრამულად გათვალისწინებულ დღეზე - „საქართველოს დღე“ გაიმართა, ამიტომ ლიდერებმა და მონაწილეებმა საღამოზე საქართველოს ისტორია, ქართველი მეფეები და მათი მოღვაწეობა წარმოადგინეს. ღონისძიებას გენშტაბის უფროსის მოადგილე გენერალი შალვა ჯაბახიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია, ვახტანგ ბააკაშვილი, ბანაკების სამსახურის უფროსი იასონ კიზირია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მეორე წელია ახორციელებს და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა:საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეკრეაციული, საგანმანათლებლო შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა. წელს ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 1056 მოსწავლემ დაისვენა.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ვრცლად

ანონსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მართავს კონფერენციას თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვ
ვრცლად

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ვრცლად