კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შაორის „მომავლის ბანაკში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

შაორის „მომავლის ბანაკში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ბანაკმა ამ სეზონზე ახალგაზრდების ბოლო ნაკადს უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები შეუერთდნენ. 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ: 
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ახალგაზრდებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ბანაკებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით ახორციელებს. ჩვენი უმთავრესი მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავების ხელშეწყობაა. ჩვენს ბანაკებში 10 000-მდე ახალგაზრდა საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ და კულტურულ პროგრამებშია ჩართული. ისინი სხვადასხვა აქტივობით ეცნობიან მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. 
მე მჯერა, რომ შემდეგ ახალგაზრდულ ბანაკებს ჩვენ აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე გავაკეთებთ!“

მოზარდებს ასევე სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორმა თამარ ბელქანიამ.

ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ პატრიოტულ თემაზე შექმნილი არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა.

ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს შაორის „მომავლის ბანაკმა“ 1000-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.

სხვა სიახლეები

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ქ. ზუგდიდს ესტუმრა

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ამჯერად ქ. ზუგდიდს ესტუმრა. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო. გამარჯვებული მონაწილეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებით
ვრცლად

„CYNC ქსელი“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 13-15 მაისს ქალაქ ბათუმში, პროექტის „CYNC ქსელი“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და რეგიონული საგანმანა
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.
ვრცლად