კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მონაწილეობით, ბოლნისში, ფოლადაურის ხეობაში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ გაიხსნა. ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ გახსნა და ბანაკის მონაწილეებს ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. ახალგაზრდებს ასევე სიტყვით მიმართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ. საღამო მონაწილეების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებითა და პერფომანსით დასრულდა. საერთაშორისო ბანაკი „თავგადასავალი 2018“ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 8-დან 26 წლამდე 300-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს. მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის განხორციელებისას გამოიყენება სკაუტური მეთოდი. აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს - ლიდერობის ტრენინგი, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა, ტრენინგები თემაზე ინკლუზია, დისკრიმინაცია და ა.შ. პროექტის მიზანია მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში პროექტის სახელწოდება: Inter-Generational Science Mixer მასპინძელი ორგანიზაცია: Omniveda Foundation, www.wiedzanasbawi.pl /FB: Fundacja Omniveda ადგილმდ
ვრცლად

საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით კახეთში, სასტუმროში ,,ამბასადორი კაჭრეთში" საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა. პროექტში აღმო
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები“. მოზარდებს 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ შეისწავლონ ჩხირებით ქსოვა, ჯვრული ქარგვა, ტიხრულ მინანქარზე და თექაზე მუშ
ვრცლად

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა
ვრცლად