კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ დასრულდა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მონაწილეობით, ბოლნისში, ფოლადაურის ხეობაში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2018“ დასრულდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ. 
ბანაკის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ არაერთი სახალისო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი და ბანაკების სამსახურის უფროსი იასონ კიზირია ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ბანაკმა „თავგადასავალი 2018“ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 8-დან 26 წლამდე 300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. მონაწილეები ჩაერთნენ სხვადასხვა სახის, მრავალფეროვან აქტივობებში, რომლის განხორციელებისას გამოიყენებოდა სკაუტური მეთოდი. აქტივობები მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს - ლიდერობის ტრენინგი, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა, ტრენინგები თემაზე ინკლუზია, დისკრიმინაცია და ა.შ. პროექტის მიზანია მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ქ. ზუგდიდს ესტუმრა

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ამჯერად ქ. ზუგდიდს ესტუმრა. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო. გამარჯვებული მონაწილეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებით
ვრცლად

„CYNC ქსელი“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 13-15 მაისს ქალაქ ბათუმში, პროექტის „CYNC ქსელი“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და რეგიონული საგანმანა
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.
ვრცლად