კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ფესტივალი „ფანARTი“ 2016. კინო/სოციალური ტელემედია.

„ფანARTის“ საფესტივალო სივრცე სოციალურ ტელემედიას და კინემატოგრაფიას დაეთმო. ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა აუდიტორიას სასწავლო ფილმი წარუდგინა და მასტერკლასი გამართა თემაზე -„ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები“. უფროსმა კოლეგამ დამწყებ ჟურნალისტებთან მაუწყებლების ქცევის კოდექსზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიული ნიშნით ქცევის ნორმებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე იმსჯელა. მასტერკლასის შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში 5 საფესტივალო კინოფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმების სელექციაში რეჟისორი გოგი დოლიძე იყო ჩართული. მისი გადაწყვეტილებით 2016 წლის მონაწილეები გახდნენ: გვანცა ჟღენტი - „პირველი მამონტი“, ანანო მჟავანაძე -„შატალო“, გიორგი გიუნაშვილი -„სიცოცხლის წვეთი“, გიორგი ფსიტიძე -„ტიფლისიდან თბილისამდე“, სოფო ჭინჭარაული -„5 პური და 2 თევზი“.   ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად