კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით კახეთში, სასტუმროში ,,ამბასადორი კაჭრეთში" საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შერჩეული მონაწილეები.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა-პროექტის მენეჯერმა ნინო სამველიძემ, ცენტრის თანამშრომელმა და აღნიშნული პროექტის მენეჯერმა ნინო მიხანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მოზარდები სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუდოლფ მიხალკა ესწრებოდა.
საღამოზე, ბანაკის მონაწილეებმა სოციალური პროექტების პრეზენტაციები გააკეთეს, რომლებსაც შემდგომ თავიანთ ქვეყანაში განახორციელებენ. მოზარდებმა საკუთარი გუნდი ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ემოციური ნომრებით წარადგინეს. დაჯილდოვდნენ სხვადსხვა სპორტულ სახეობაში გამარჯვებული გუნდები. ბანაკის დახურვის ღონისძიება მოზარდების მიერ შესრულებული ნაციონალური ცეკვებით დასრულდა.
21 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა გაიარეს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სესიები, რომლებიც არაფორმალური განათლების ტექნიკას ეფუძნება.
ბანაკის მონაწილეებმა მოამზადეს საპროექტო წინადადებები, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში განახორციელებენ.
,,ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის 2018 საქართველოში" მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+,
ვრცლად

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდარისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად